ვერძი – ატამი
ჩაკბეჩის დროს ისევე ისვრის შხეფებს, როგორც თქვენ ემოციებს, გაბრაზების დროს. შეიძლება სრულიად მშვიდად იყოთ, მაგრამ უმნიშვნელო ხუმრობამაც კი მწყობრიდან გამოგიყვანოთ.
კურო – ვაშლი
სხვადასხვა ჯიშისა და ფერის არსებობს. გარეგნულად საკმაოდ მშვიდი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ, მაგრამ სიურპრიზებით (კარგითაც და ცუდითაც) ხანდახან მაინც აოცებთ ახლობლებს.
ტყუპი – ალუბალი
ერთი ტოტიდან მოწყვეტილი ორი ერთნაირი ალუბალიც კი განსხვავდება ერთმანეთისგან. თქვენ გაორებული ნატურა ხართ, რომელიც ერთი უკიდურესობიდან მეორეში ვარდება.
კირჩხიბი – ფორთოხალი
კარგი ადამიანი ხართ და გარშემო მყოფებთან საერთო ენის გამონახვა არ გიჭირთ. ფორთოხალს ჰგავხართ, ისიც ყველას უყვარს.
ლომი – დურიანი
ამ ნაყოფს ხილის მეფეს ეძახიან. ეგზოტიკური გარეგნობა აქვს და მდიდრული გემო. სწორედ ფუფუნებისა და ძალაუფლების მოყვარე ლომის შესაფერისი ხილია.
ქალწული – ყურძენი
მტევანი აკურატული მრგვალი და ცოცხალი მარცვლებისგან შედგება. ასეთივეა ქალწული მოწესრიგებული, სისუფთავისმოყვარე და საუკეთესო ყველაფერში.
სასწორი – მანდარინი
გემრიელი მანდარის ამოცნობას დრო სჭირდება. დრო სჭირდება მერყევ სასწორსაც გადაწყვეტილების მისაღებად.
მორიელი – ლიმონი
მხოლოდ ერთეულებს შეუძლია მისი ერთიანად შეჭმა და მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ მისი რთული ხასიათის გაძლების. მხოლოდ ახლობლებმა იციან რის გამო უყვართ მორიელი.
მშვილდოსანი – პაპაია
კიდევ ერთი ეგზოტიკური ხილი. მშვილდოსანი მოგზაურია, დიდხანს ერთ ადგილზე ყოფნა უჭირს. სურს ეგზოტიკური ცოდნა მიიღოს უცხო ქვეყნების შესახებ.
თხის რქა – გარგარი
იშვიათად აოცებთ ხალხს სიურპრიზებით. მუდამ ბუნებრივი და პირდაპირი ხართ. ასეთივეა გარგარიც, თუ მწვანეა, მჟავე იქნება, თუ გული დამპალი აქვს, კანიც უზიანდება.
მერწყული – მარწყვი
მარწყვი ყველას უყვარს. თქვენც უამრავი მეგობარი გყავთ, იდეების გენერატორი ხართ. მარწყვისგანაც უამრავი დესერტი კეთდება.
თევზები – პომელო
საშუალო ციტრუსია ფორთოხალსა და გრეიპფრუტს შორის. მეოცნებე თევზები ისევე საჭიროებენ მეგობრებს, როგორც პომელო დაგემოვნებას, ნუ გამოიტანთ წინასწარ დასკვნებს, სანამ თევზებს კარგად არ გაიცნობთ და პომელოს არ დააგემოვნებთ.