საქართველოს მთავრობის ახალი განკარგულებით, რეგიონული პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისთვის გამოსაყოფი თანხები დაკორექტირდა. ჯამში, ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივი თვითმმართველობები 384 341 926 ლარს აითვისებენ. მათ შორის, მნიშვნელოვანი დაფინანსება გამოიყო ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებისთვის.
განკარგულება N 880-ის თანახმად, რომელსაც ხელი პრემიერმა ირაკლი კობახიძემ 30 აპრილს მოაწერა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტს პროექტების განსახორციელებლად 8 896 951 ლარი გამოეყო. დოკუმენტის დანართის მიხედვით, დაგეგმილია 16 კონკრეტული ობიექტის რეაბილიტაცია.
„ანასეულის დასახლებაში უნივერსიტეტისა და მეცნიერების ქუჩის რეაბილიტაცია – პროექტის მთლიანი ღირებულება შეადგენს 332 266 ლარს, პროექტის განხორციელებისთვის გამოყოფილი თანხაა 315 653 ლარი.
თავართქილაძის ქუჩა, გოშველის სასაფლაოსთან გზის მოასფალტება, პროექტის მთლიანი ღირებულებაა 188 886 ლარი, პროექტის განხორციელებისთვის გამოყოფილი თანხა 179 442 ლარს შეადგენს.
ოზურგეთში შემოქმედელის ქუჩის I შესახვევის რეაბილიტაცია. პროექტის მთლიანი ღირებულების ფარგლებში მიმდინარე წელს ასანაზღაურებელი თანხა 139 210 ლარს შეადგენს, პროექტის გახორციელებისთვის გამოყოფილი თანხაა 132 249 ლარი.
ოზურგეთში შემოქმედელის ქუჩის I I შესახვევის რეაბილიტაცია, პროექტის მთლიანი ღირებულების ფარგლებში მიმდინარე წელს ასანაზღაურებელი თანხა 83 765 ლარს შეადგენს, პროექტის გახორციელებისთვის გამოყოფილი თანხაა 79 577 ლარი.
სოფელ შემოქმედში (ფატარის უბანი) 26-ე და მე-13 ქუჩების შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია. პროექტის მთლიანი ღირებულების ფარგლებში მიმდინარე წელს ასანაზღაურებელი თანხა 422 832 ლარს შეადგენს, პროექტის გახორციელებისთვის გამოყოფილი თანხაა 401 691 ლარი.
სოფელ ძიმითში შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია – პროექტის მთლიანი ღირებულების ფარგლებში მიმდინარე წელს ასანაზღაურებელი თანხა 1 045 885 ლარს შეადგენს, პროექტის გახორციელებისთვის გამოყოფილი თანხაა 993 591 ლარი.
ოზურგეთში სულხან-საბა ორბელიანის ქუჩის დარჩენილი მონაკვეთს რეაბილიტაცია – პროექტის მთლიანი ღირებულების ფარგლებში მიმდინარე წელს ასანაზღაურებელი თანხა 158 346 ლარია, ხოლო პროექტის გახორციელებისთვის გამოყოფილი თანხაა 150 429 ლარი.
სოფელ ნარუჯაში მე-5 ქუჩის გზის რეაბილიტაცია- პროექტის მთლიანი ღირებულების ფარგლებში მიმდინარე წელს ასანაზღაურებელი თანხა 1 150 888 ლარია, ხოლო პროექტის გახორციელებისთვის გამოყოფილი თანხაა 1 093 344 ლარი.
ოზურგეთში ფარნავაზ მეფის ქუჩის მე-3 შესახვევის რეაბილიტაცია- პროექტის მთლიანი ღირებულების ფარგლებში მიმდინარე წელს ასანაზღაურებელი თანხა- 98 099 ლარს შეადგენს, ხოლო პროექტის გახორციელებისთვის გამოყოფილი თანხაა 93 194 ლარი.
მელექედურში მე-4 და მე-14 ქუჩების რეაბილიტაცია- პროექტის მთლიანი ღირებულების ფარგლებში მიმდინარე წელს ასანაზღაურებელი თანხა- 1 567 316 ლარს შეადგენს, ხოლო პროექტის გახორციელებისთვის გამოყოფილი თანხაა 1 488 950 ლარი.
სოფელ ნატანებში 39-ე ქუჩის რეაბილიტაცია – პროექტის მთლიანი ღირებულების ფარგლებში მიმდინარე წელს ასანაზღაურებელი თანხა- 1 770 690 ლარია, ხოლო პროექტის გახორციელებისთვის გამოყოფილი თანხაა- 1 682 155 ლარი.
სოფელ ნატანებში რკინიგზის სადგურთან მე-20 ქუჩის რეაბილიტაცია -პროექტის მთლიანი ღირებულების ფარგლებში მიმდინარე წელს ასანაზღაურებელი თანხა- 644 264 ლარია, ხოლო პროექტის გახორციელებისთვის გამოყოფილი თანხაა- 612 051 ლარი.
სოფელ ბაილეთში სკოლის მიმდებარედ შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია – -პროექტის მთლიანი ღირებულების ფარგლებში მიმდინარე წელს ასანაზღაურებელი თანხა- 157 895 ლარია, ხოლო პროექტის გახორციელებისთვის გამოყოფილი თანხაა- 150 000 ლარი.
ოზურგეთში მერაბ კოსტავას ქუჩაზე N 129-ში საცხოვრებელი კორპუსის ფასადების რეაბილიტაცია – -პროექტის მთლიანი ღირებულების ფარგლებში მიმდინარე წელს ასანაზღაურებელი თანხა- 565 927 ლარია, ხოლო პროექტის გახორციელებისთვის გამოყოფილი თანხაა- 537 630 ლარი.
ოზურგეთში სპორტული სკოლის „ამირანი“-ს შენობის რეაბილიტაცია- -პროექტის მთლიანი ღირებულების ფარგლებში მიმდინარე წელს ასანაზღაურებელი თანხა- 698 496 ლარია, ხოლო პროექტის გახორციელებისთვის გამოყოფილი თანხაა- 663 571 ლარი.
ოზურგეთში მერაბ კოსტავას ქუჩის მიმდებარედ ხოლოვნურსაფარიანი მოედნისა და სამაყურებლო ტრიბუნის მოწყობის სამუშაოები – -პროექტის მთლიანი ღირებულების ფარგლებში მიმდინარე წელს ასანაზღაურებელი თანხა- 340 447 ლარია, ხოლო ხოლო პროექტის გახორციელებისთვის გამოყოფილი თანხაა 323 424 ლარი“,_ ვკითხულობთ მთავრობის განკარგულებაში.
სულ ოზურგეთში გასახორციელებელი პროექტების მთლიანი ღირებულებების ფარგლებში მიმდინარე წელს ასანაზღაურებელი თანხა 9 365 212 ლარს შეადგენს.
რაც შეეხება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს, გამოეყო არაუმეტეს 3 930 000 ლარი, როგორც დოკუმენტიდან ირკვევა,გამოყოფილი თანხა პროექტებს სრულად აფინანსებს.
თანხები შემდეგნაირად გადანაწილდა:
სოფელი ბასილეთი: ცენტრალურ გზასთან დამაკავშირებელი გზის მოწყობა — 200 000 ლარი,
ხევი-ერკეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია— 658 459 ლარი,
შუა ამაღლების ადმინისტრაციული ერთეული: სოფლის ცენტრალური გზის (სასაფლაოს მიმართულებით) გზის რეაბილიტაციის სამუშაოები — 233 499 ₾.
დაბლაციხის ადმინისტრაციული ერთეული: ცენტრალური გზიდან სოფლის მიმართულებით დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია — 297 263 ლარი,
ქვენობანი- ხიდისთავის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია — 263 937 ₾.
ზემოხეთი-საჭამიასერის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია — 667 455 ₾.
ხიდისთავის ადმინისტრაციული ერთეული: სოფელ ახალშენის მიმართულებით დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია — 241 197 ლარი.
სოფელი ამაღლების ცენტრიდან ოზურგეთი-ჩოხატაურის დამაკავშირებელი ცენტრალური გზის მიმართულებით, უმოკლესი გზის რეაბილიტაცია- 300 000 ლარი,
სოფელი გორაბერეჟოული: სპორტული სტადიონის მოწყობა (მერეს უბანი) — 341 303 ლარი.
ზომლეთის ადმინიტრაციული ერთეულში სოფელ ვანის ცენტრიდან ჯიხეთის სამონასტრო კომპლექსისკენ ბეტონის გზის მოწყობა (მეორე ეტაპი) — 408 063 ლარი.
გორაბერეჟოულის ადმინისტრაციულ ერთეულში ცენტრალური გზის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა, სოფელ გორაში კოტრიკაძეების უბანში გზის რეაბილიტაციის სამუშაოები (ცენტრალური გზა) – 296 824 ლარი.
„გურია ნიუსი“ დაუკავშირდა ადგილობრივ ოპოზიციას. „ლელოში“ განაცხადეს, რომ დოკუმენტს სწავლობენ და კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

































































