არსებობს მოსაზრება, რომ მორიელი სამსახურში დაუნდობელი, აგრესიული და თავისნათქვამაა. ამიტომ დამსაქმებლების უმეტესობა თავს არიდებს მათთან მუშაობას.
ასტროლოგიური კვლევები ხშირად იუწყებიან, რომ მორიელებს რთული ხასიათი აქვთ. ეს ადამიანები ხშირად გვეჩვენება უსიამოვნოდ და ცინიკურად. ყველაფერი კი იმიტომ ხდება, რომ მათ არ ეშინიათ იმის პირდაპირ თქმა რასაც ფიქრობენ. ხშირად სწორედ მათი გულწრფელობა ხდება მათი უსიამოვნო სიტუაციების მიზეზი.
თანამშრომელი მორიელი ყოველთვის წესრიგისა და სამართლიანობისთვის მოგთხოვთ პასუხს და თუ მას მოეჩვენა, რომ უფროსობა რამეში ცდება, გულწრფელად მოგახსენებთ თავის პოზიციას.
ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს ხშირად აქვთ ლიდერობის ნიჭი, მათთვის იოლია კონფლიქტების მოგვარება და სირთულეებთან გამკლავება. ჩვეულებრივ მორიელი კომპანიის გული და ერთგული მეგობარია. ასევე ხშირად გვევლინება საიმედო ბიზნეს პარტნიორად და ბრძენ ხელმძღვანელადაც.
ავტორი