რომის პაპმა ფრანცისკემ ეპისკოპოსთა სინოდის მდივნად, ისტორიაში პირველი ქალი, დანიშნა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამ თანამდებობას ქალი იკავებს.
BBC-ინფორმაციით, და ნატალი ბეკარტი საფრანგეთიდანაა და ორგანოში ხმის მიცემის უფლება ექნება. ეპისკოპოსთა სინოდი რომის პაპს რჩევებს აძლევს და ეკლესიაში ყველაზე ურთიერთგამომრიცხავ თემებზე მსჯელობს.
როგორც გამიცემა წერს, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ფრანცისკეს გადაწყვეტილება იმის ნიშანია, რომ პაპს სურს ქალებმა ეკლესიაში გადაწყვეტილებების მიღების პროცესში უფრო მნიშვნველოვანი როლი ითამაშონ.
BBS-თან საუბარში, ჯონ მაკმანუსის აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი არ წარმოადგენს ქალთა მღვდლად დანიშვნის წინაპირობას, თუმცა ზოგიერთმა ოპონენტმა შეიძლება ეს მიიჩნიოს ამ მიმართულებით შემდგომ ნაბიჯად.
მან აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ასახავს პაპის სურვილს, ეკლესიაში ქალთა უფრო მეტი მონაწილეობა განჭვრეტისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
2019 წლიდან ბეკარტი სინოდში კონსულტანტად მუშაობდა.