რორაიმას მთა, რომელიც საკმაოდ ცნობილია თავისი უჩვეულო ფორმის გამო, მდებარეობს ბრაზილიის, ვენესუელასა და გაიანის საზღვარზე, თუმცა ტერიტორიულად მაინც ვენესუელას ეკუთვნის. იგი მდებარეობს ვენესუელაში, ბოლივარის შტატში.
რორაიმას მთა მსოფლიოში ერთერთი ყველაზე საოცარი ადგილია მისი ფორმისა და ზომების გამო – მთა მიწიდან ამოზრდილ მაგიდას ჩამოჰგავს, მისი მწვერვალი კი მთლიანად მოვაკებულია.
რორაიმას მთა წმინდა ადგილად ითვლება და მას ადგილობრივი ინდოელები “მიწის ცენტრს” უწოდებენ. იგი, თითქმის, მუდამ ღრუბლებშია დაფარული.
რორაიმას მთა ზღვის დონიდან 2810 მეტრზეა, მაგრამ მისი სიმაღლის მიუხედავად, იგი არ არის ყველაზე მაღალი მთა სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე.
როგორც ცნობილია, რორაიმას მთა დედამიწაზე მომხდარი უძველესი გეოლოგიური ფორმირებების შედეგადაა წარმოქმნილი. რორაიმას მთა თავისი სილამაზით და უცნაურობებით დინოზავრებსაც კი აოცებდა.