BBC-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური პირები ამბობენ, რუსეთმა შეკრიბა სამხედრო ძალის 70%, რაც საკმარისია უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისთვის.
გავრცელებული ინფორმაციით, თებერვლის შუა რიცხვებში მოსალოდნელია ნიადაგის გაყინვა და გამკვრივება, რაც რუსეთს საშუალებას მისცემს მეტი ჯავშანტექტინა შეიყვანოს.
როგორც ცნობილია, რუსეთს უკარინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო ჰყავს, მაგრამ უკრაინაზე თავდასხმის გეგმას უარყოფს.
ამერიკის ოფიციალური პირები ამბობენ, საკითხის გადაწყვეტა დიპლომატიური გზით ჯერ კიდევ შესაძლებელია.
ანონიმურობის პირობით, აშშ-ის ორმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა სააგენტო Reuters-ს, რომ ამინდის პირობები რუსეთს უზრუნველვყოფს პიკს, რათა გადაიტანოს აღჭურვილობა 15 თებერვლიდან მარტის ბოლომდე.
ოფიციალური პირების თქმით, რუსეთის შეჭრამ უკრაინაში შეიძლება გამოიწვიოს 50 000 მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვა. მათ შეფასებით, თავდასხმის შედეგად შესაძლოა უკრაინის დედაქალაქი, კიევი რამდენიმე დღეში დაეცეს და ევროპაში ლტოლვილთა კრიზისი გამოიწვიოს, რადგან ქვეყანას მილიონობით ადამიანი დატოვებს.
დაძაბულობის ფონზე აშშ-ის დამატებითი ჯარები ჩავიდნენ პოლონეთში, როგორც ახალი განლაგების ნაწილი, რათა გააძლიერონ დასავლეთის სამხედრო ალიანსის ნატოს ძალები რეგიონში.
მოსკოვი ამბობს, რომ მისი ჯარები რეგიონში სამხედრო წვრთნებზე იმყოფებიან, მაგრამ უკრაინა და მისი დასავლელი მოკავშირეები კვლავ შეშფოთებულნი არიან, რომ კრემლი თავდასხმის დაწყებას გეგმავს.