,,მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ დიალოგი ოფიციალურად შეჩერებულია“ – ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო TASS-ს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელმძღვანელმა ვლადიმერ ერმაკოვმა განუცხადა.
მისი თქმით, ეს კონტაქტები შეიძლება განახლდეს მას შემდეგ, რაც რუსეთი დაასრულებს, რასაც ის უწოდებს თავის “სპეციალურ სამხედრო ოპერაციას” უკრაინაში.
ერმაკოვმა თქვა, რომ მოსკოვის აზრით, აშშ-ს ევროპასა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტების განლაგების გეგმის დასრულება სურს, თუმცა რუსმა მაღალჩინოსანმა ამასთან დაკავშირებული მტკიცებულებების წარმოჩენისგან თავი შეიკავა.
“ამ რეგინებში მსგავსი იარაღის გაჩენა კიდევ უფრო გაართულებს სიტუაციას და გააძლიერებს შეიარაღების რბოლას”. – თქვა ერმაკოვმა.
ავტორი