BBC- ის ინფორმაციით, უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვზე რუსეთმა დრონებით ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 17 ადამიანი დაშავდა.
მერის, იჰორ ტერეხოვის თქმით, რუსეთმა ღამით 48 დრონი, ასევე ორი რაკეტა და ოთხი ბომბი გაუშვა.
„დიდი ზიანი გვაქვს“,_ ამბობს ის და დასძენს, რომ სამი მაღალსართულიანი საცხოვრებელი შენობა დაზიანდა. გავრცელდა კადრები, სადაც ერთ-ერთი ასეთი შენობის რამდენიმე სართულია ასახული.
წინა ღამეს, როდესაც რუსეთმა ქვეყანას 400-ზე მეტი დრონით და თითქმის 40 რაკეტით შეუტია, უკრაინაში ექვსი ადამიანი დაიღუპა და 80 დაშავდა.






























































