უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსული ძალები ქვეყანას სამი ძირითადი – ბახმუტის, ავდეევკისა და ლიმანის მიმართულებით უტევენ.
გენშტაბის ცნობითვე, რუსეთი ცდილობს ტაქტიკური მდგომარეობა კუპიანსკის მიმართულებით გაიუმჯობესოს. გენშტაბში ასევე აღნიშნავენ, რომ ოკუპანტების ძალისხმევა კონცენტრირებულია დონეცკის ოლქის ადმინისტრაციული საზღვრების დაკავებაზე, თუმცა წარუმატებლად.
უწყება ასევე აღნიშნავს, რომ მოწინააღმდეგემ 8 სარაკეტო და 31 საჰაერო დარტყმა განახორციელა, ასევე, 63-ჯერ დაბომბა უკრაინის ტერიტორია მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან, მათ შორის დონეცკის ოლქის ქალაქების ხარკოვის, ხერსონისა და კრამატორსკის და მიკოლაივის ოლქის ქალაქ ოჩაკოვის სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. გენშტაბის ინფორმაციით, თავდასხმების შედეგად რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.