რუსეთის მიერ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასიური თავდასხმის შედეგად უკრაინის 15 რეგიონი დაზარალდა,_ ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა განაცხადა, იტყობინება Ukrinform.
„რუსეთის მასიური თავდასხმის შედეგად დღეს 15 რეგიონი დაზარალდა. მტერმა გამოიყენა სხვადასხვა ტიპის იარაღი: უპილოტო საფრენი აპარატები, საკრუიზო რაკეტები, „კინჟალი“. არიან დაჭრილები და გარდაცვლილები. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს“, – წერს შმიჰალი.
მან აღნიშნა, რომ რუსი ტერორისტების სამიზნე ენერგო ინფრასტრუქტურა იყო. ზარალი რამდენიმე რეგიონშია და უკრენერგო იძულებულია ელექტროენერგია გადაუდებლად შეწყვეტოს სისტემის სტაბილიზაციისთვის.