დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის (MI6) უფროსი რიჩარდ მურმა ასპენის უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო კამპანიას “ძალა ელევა“ და “მხოლოდ მცირე წინსვლას“ აღწევენ.
მისი თქმით, რუსეთმა თავდაპირველ მიზნებში დაინახა “ეპიკური წარუმატებლობა”; უკრაინის პრეზიდენტის გადაყენება, კიევის აღება და დასავლეთში უთანხმოების დათესვა.
მან უკრაინაში შეჭრას უწოდა “აგრესიის ყველაზე საშინელი შიშველი აქტი… ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ”.
ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსს მიაჩნია, რომ რუსეთი უკრაინაში მოქმედების რესურსები ამოეწურა და დაკარგა ევროპაში ჯაშუშობის უნარი მას შემდეგ, რაც 400-ზე მეტი რუსი დაზვერვის ოფიცერი გააძევეს ევროპის ქალაქებიდან და დააკავეს.
მურმა აღნიშნა, რომ მომდევნო კვირებში რუსებს არმიის ცოცხალი ძალით და შეიარაღებით მომარაგება უფრო და უფრო გაუჭირდებათ.
„ჩვენი შეფასებით, რუსებს სულ უფრო გაუჭირდებათ მუშახელისა და მასალების პოვნა მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში. მათ მოუწევთ რაღაცნაირად პაუზის აღება და ეს მისცემს უკრაინელებს საპასუხო დარტყმის შესაძლებლობას.“ – განაცხადა ბრიტანეთის დაზვერვის უფროსმა.
მურის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ ბრძოლის ველზე წარმატების მიღწევა შეძლოს.
ეს შეხედულება შეიძლება ჩაითვალოს ოპტიმისტურად და უკრაინის კონტრშეტევის უნარი შეიძლება დამოკიდებული იყოს დასავლური შეიარაღების უფრო მეტ მარაგზე, რომელიც მისი ოფიციალური პირების თქმით, ხშირად ძალიან ნელა ჩადის.
MI6-ის ხელმძღვანელმა თქვა, რომ ბრძოლის ველზე რაიმე სახის წარმატება იქნება მნიშვნელოვანი შეხსენება დანარჩენი ევროპისთვის, რომ ეს არის მოგებადი კამპანია, განსაკუთრებით ზამთრის წინ, რომელიც სავარაუდოდ იხილავს ზეწოლას გაზის მიწოდებაზე.
“ჩვენ რთული პერიოდი გველის. კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ შევინარჩუნოთ მხარდაჭერა, რათა დავეხმაროთ უკრაინელებს გამარჯვებაში, ყოველ შემთხვევაში, მნიშვნელოვანი ძალის პოზიციიდან მოლაპარაკება მოხდეს,” – თქვა მან.
ავტორი