ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოში რეფორმების განხორციელებას და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას მხარს უჭერს.
სენატორმა აღნიშნა, ისიც რომ რუსეთი აშკარად ცდილობს დააშინოს მეზობელი სახელმწოფოები, რომლებმაც აირჩიეს ევროატლანტიკური გზა.
„ჩვენ ვნახეთ რაოდენ დიდ გამოწვევას წარმოადგენს საქართველოსთვის რუსის ჯარისკაცები და რუსული შეიარაღება, რომელიც დამიზნებულია საქართველოს მისამართით. რუსეთის მცდელობა აშკარაა, რომ დააშინოს მის სამეზობლოში მდებარე სახელმწიფოები, რომლებმაც აირჩიეს ევროატლანტიკური გზა, აირჩიეს დასავლეთისკენ სვლა, რომელიც ამ სახელმწიფოებსა და მოქალაქეებს სთავაზობს უკეთეს მომავალს, ვიდრე თავად რუსეთს შეუძლია, შესთავაზოს. ზუსტად ამიტომ ვუჭერთ მხარს ჩვენ საქართველოს, საქართველოში რეფორმების განხორციელებას და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას. იმისთვის, რომ მეტი შესაძლებლობები შეიქმნას საქართველოს მოქალაქეებისთვის და მეტად შეძლონ მათ თავისი უფლებების გამოვლენა, აშშ კვლავ რჩება საქართველოს მტკიცე პარტნიორად“, – განაცხადა სენატორმა.