რამდენიმე წუთის წინ, იუსტიციის მინისტრმა საგანგებო ბრიფინგი გამართა. „სრულად სახელმწიფოს გამარჯვებით დასრულებულია დავა,” – ასე შეაფასა თეა წულუკიანმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება. წულუკიანის განცხადებით, “რუსთავი 2”-ის საქმეზე, სტრასბურგის გადაწყვეტილების გასაჩივრებას მხოლოდ ერთი ნაწილი არ ექვემდებარება, რაც შეჩერების ღონისძიების გაუქმებას გულისხმობს.
„სრულად სახელმწიფოს გამარჯვებით დასრულებულია დავა. 7 მოსამართლისგან შემდგარმა პალატამ გადაწყვიტა შემდეგი: ერთხმად დაადგინამ რომ აღარ არსებობს 2017 წლის მარტში გამოყენებული შეჩერების ღონისძიების მიზანშეწონილება და ის არის მოხსნილი. დაუშვებლად სცნო სრულად “რუსთავი 2”-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა. დაუშვებლად სცნო როგორც დაუსაბუთებელი ძმები, ყარამანაშვილების და “TV საქართველოს” საჩივარი საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით. ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა ძმები ყარამანიშვილებისადა “TV საქართველოს” სამართლიანი სასამართლოს უფლება, რაც უკავშირდება ნინო გვენეტაძეს. ამ საქმეზე არ არსებობს საჩივრის განხილვის აუცილებლობა,“-განაცხადა წულუკიანმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.