დღეს 19:00 საათზე პარლამენტთან აქცია სახელწოდებით – „რუსული ხომალდით ევროკავშირში ვერ შევალთ“ გაიმართება.
„რუსული ხომალდით ევროკავშირში ვერ შევალთ“, – ამ სახელწოდებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ პარლამენტის უკან აქცია გამართეს, „მოსკოვი – თბილისი“ პირდაპირი ფრენა გააპროტესტეს და დღეს, საზოგადოებას 19:00 საათზე პარლამენტთან აქციაზე მისვლისკენ მოუწოდეს.