რუსეთის ამურის ოლქში „ან-24“ ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი გაუჩინარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, გაუჩინარებული თვითმფრინავის მოსაძებნად მაშველები უკვე გაგზავნეს.
უწყებაში აღნიშნეს, რომ თვითმფრინავთან დაკავშირება ვერ ხერხდება.
თვითმფრინავის ბორტზე 43 მგზავრი, მათ შორის 5 ბავშვი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფება.
„სასწრაფო დახმარების სამსახურების ცნობით, დღეს რადარიდან გაუჩინარდა ბლაგოვეშჩენსკიდან ტინდაში მიმავალი An-24 ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი. წინასწარი მონაცემებით, ბორტზე 43 მგზავრი (მათ შორის 5 ბავშვი) და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა. თვითმფრინავის საძებნელად მობილიზებულია ყველა საჭირო ძალა და საშუალება“, – დაწერა ამურის ოლქის გუბერნატორმა, ვასილი ორლოვმა თავის Telegram არხზე.




























































