სააღდგომოდ იტალიაში მკაცრი შეზღუდვები ბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, მკაცრი ჩაკეტვა ქვეყანაში სამდღიანი იქნება.
მაუწყებლის ინფორმაციით, ქვეყანა მესამე ტალღას ებრძვის, დღეში ინფიცირების 20 000 ახალი შემთხვევა ვლინდება.
დაწესებული შეზღუდვების მიხედვით, ეკლესიები ღია იქნება, მაგრამ მრევლს მოუწოდებენ, ღვთისმსახურებას საკუთარ რეგიონში დაესწრონ.
ხალხს უფლება აქვს, სააღდგომო ტრაპეზი სახლში სხვა ორ ზრდასრულ პირს გაუზიაროს.
მეორე წელია, რომის პაპი ფრანცისკე მიაწვდის სააღდგომო გზავნილს წმინდა პეტრეს ცარიელ მოედანზე.
გავრცელებული ინფორმაციით, სადღესასწაულო შაბათ-კვირის შემდეგ, სხვადასხვა რეგიონში თვის ბოლომდე ან “ნარინჯისფერი ზონის” ან “წითელი ზონის” შეზღუდვებში დარჩება.