დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეს სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეთა შემდეგი კოლეგია განიხილავს: ნათია ბარბაქაძე, მურმან ისაევი და მანუჩარ კაპანაძე.
ორ კვირაში გახდება ცნობილი თუ როდის მიიღებს სააპელაციო სასამართლო სარჩელს წარმოებაში და როდის დაიწყება საქმის განხილვა.
5 სექტემბერს მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძე 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენის გამოცხადებას ბრალდებული არ ესწრებოდა.