საავადმყოფოში აფეთქების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
შემთხვევა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ტეხასში მოხდა.
როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი ამბობს, საავადმყოფოში ელექტროგენერატორი აფეთქდა.
მაუწყებლის ცნობით, აფეთქების გამო საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიიდან და შენობებიდან ადამიანების ევაკუაცია გახორციელდა.
პირველადი ინფორმაციით, აფეთქება საავადმყოფოს ახალ აშენებულ ნაწილში მოხდა.