საგზაო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით თბილისსა და ქვემო ქართლის რეგიონში საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 10 სექცია ამოქმედდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სიჩქარის კონტროლის სექციები შემდეგ ადგილებზე ამოქმედდა:
1. ქ. თბილისი ავჭალისა და ანდრონიკაშვილის ქუჩების კვეთა (ზაჰესის
მოედანი) 3+200 კილომეტრიდან – ქ. თბილისი ივ. ჯავახიშვილის ქუჩის კვეთა
(გლდანულას გადასახვევი) 8+150 კილომეტრამდე. (ნებადართული სიჩქარე 60
კმ/სთ).
2. ქ. თბილისი ივ. ჯავახიშვილის ქუჩის კვეთა (გლდანულას გადასახვევი) 8+150
კილომეტრიდან – ქ. თბილისი ავჭალისა და ანდრონიკაშვილის ქუჩების კვეთა
(ზაჰესის მოედანი) 3+200 კილომეტრამდე. (ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ).
3. ქ. თბილისი ივ. ჯავახიშვილის ქუჩის კვეთა (გლდანულას გადასახვევი) 8+150
– თბილისი გლდანის გადასახვევი 11 კილომეტრამდე. (ნებადართული სიჩქარე 70
კმ/სთ).
4. თბილისი გლდანის გადასახვევი 11 კილომეტრიდან – ქ. თბილისი ივ.
ჯავახიშვილის ქუჩის კვეთა (გლდანულას გადასახვევი) 8+150 კილომეტრამდე.
(ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).
5. თბილისი გლდანის გადასახვევი 11 კილომეტრიდან – მარტყოფის გადასახვევი
27+950 კილომეტრამდე. (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).
6. მარტყოფის გადასახვევი 27+950 კილომეტრიდან – თბილისი გლდანის
გადასახვევი 11 კილომეტრამდე. (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).
7. თბილისი გლდანის გადასახვევიდან (ხოჭოს ტბის ქუჩა) – მარტყოფის
გადასახვევი 27+950 კილომეტრამდე. (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).
8. მარტყოფის გადასახვევი 27+950 კილომეტრიდან – თბილისი გლდანის
გადასახვევამდე (ხოჭოს ტბის ქუჩა). (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).
9. მარტყოფის გადასახვევი 27+950 კილომეტრიდან – ლოჭინის კვანძი 34+350
კილომეტრამდე. (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).
10. ლოჭინის კვანძი 34+350 კილომეტრიდან – მარტყოფის გადასახვევი 27+950
კილომეტრამდე. (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).
როგორც შსს-ში აცახდებენ, საქართველოს მასშტაბით სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით უკვე 794 კმ. სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება.