თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ხვალ ქვეყნის მასშტაბით ხუთ თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტსა და 24 საარჩევნო ოლქში გაიმართება და მოქალაქეები 20 მერს და საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ.
ცენტრალური საარცევნო კომისიის ინფორმაციით, შესაბამისმა საოლქო საარჩევნო კომისიებმა უკვე დაიწყეს მზადება არჩევნების მეორე ტურისთვის. ცესკოს ცნობითვე, მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიქტების წარმომადგენლებს უფლებამოსილების ვადა უგრძელდებათ მეორე ტურის შედეგების გასაჩივრების ვადების ამოწურვამდე, რეგისტრაციის ვადა უგრძელდებათ რეგისტრირებულ სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციებსაც. მათ უფლება აქვთ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მეხუთე დღისა განახორციელონ ცვლილებები და დაამატონ დამკვირვებლები და მედია წარმომადგენლები.
რაც შეეხება გურიას, აქ, მეორე ტურმა უნდა გამოავლინოს, ვინ გახდება ოზურგეთის მერი.
ორი ოქტომბრის არჩევნების შედეგების მიხედვით, ავთანდილ თალაკვაძე („ქართული ოცნება“) – 43.75% (14 967 ხმა), ხოლო კონსტანტინე შარაშენიძემ (დამოუკიდებელი კანდიდატი) – 29.16% (9976 ხმა).
მეორე ტურისთვის ოზურგეთში 13 უბანზე ამომრჩეველს ორი ბიულეტენი დახვდება, დანარჩენებში კი მხოლოდ მერის არჩევა მოუწევთ.
მაჟორიტარული წესით საკრებულოს წევრის არჩევა კი ოთხ მაჟორიტარულ უბანზე გაიმართება.