გუშინ, „ქართულმა ოცნებმა“ საარჩევნო კლიპის პრეზენტაცია გამართა, რომელშიც გურულებიც მონაწილეობენ.
ერთ-ერთი მონაწილე მსახიობი ომარ ურუშაძეა, რომელიც 2012 წლამდე „ნაციონალური მოძრაობის“ პიარკამპანიაში იღებდა მონაწილეობას, იმდროინდელ მინისტრებს _ ნიკა რურუას და რამაზ ნიკოლაიშვილს სამადლობელ ტექსტებს უძღვნიდა, თუმცა, ხელისუფლების ცვლილებიდან რამდენიმე თვეში პოზიცია შეიცვალა და აღნიშნა, რომ „დედლის და მამალის ძიება“ მსახიობის საქმე არ არის.