“სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ორი კვირით შეჩერდეს სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი, სკოლები კი გადავიდეს სწავლების დისტანციურ რეჟიმზე”, _ ამის შესახებ გადაწყვეტილება კორონავირუსის რეგიონული შტაბის წევრებთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, _ ინფორმაციას გურიის გუბერნატორი გიორგი სახოკია ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.
“მორიგი შეხვედრა გავმართე და მათთან ერთად განვიხილე ეპიდვითარება რეგიონში.
საბავშვო ბაღებსა და სკოლებში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში: წყალწმინდა, ღრმაღელე, ჯურუყვეთი, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ორი კვირით შეჩერდეს სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი, სკოლები კი გადავიდეს სწავლების დისტანციურ რეჟიმზე.
საერთო ჯამში, რეგიონში, ამ ეტაპზე, 329 დაინფიცირებული პაციენტია, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლინდა დაინფიცირების 19 შემთხვევა: ოზურგეთი – 12, ლანჩხუთი -2 , ჩოხატაური – 5, თვითიზოლაციაში იმყოფება 611 ადამიანი”, _ წერს სახოკია.