საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 26-27 მაისს მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის ნაწილზე, სასტუმრო „რედისონის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ გვირაბში, ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება.
26 მაისის 09:00-დან 18:00 საათამდე აღნიშნულ გვირაბში მოძრაობა გადაიკეტება ცალმხრივად, ჯავახიშვილის ქუჩიდან რევაზ თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით. ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ თაბუკაშვილის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩისკენ, ხოლო 18:00-დან 22:00 საათამდე, ჯავახიშვილის ქუჩის ნაწილზე მოძრაობა სრულად შეიზღუდება. კერძოდ, ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრავი ავტომობილები მერაბ კოსტავას ქუჩისკენ გადაადგილდებიან მარჯვნივ მოხვევით, ხოლო მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით, „სამაიას“ ბაღთან მოხვევით.
რაც შეეხება 22:00 საათიდან 27 მაისის 00:30 საათამდე პერიოდს, ჯავახიშვილის ქუჩის აღნიშნულ ნაწილზე მოძრაობა კვლავ ცალმხრივად იქნება შესაძლებელი.
შეზღუდვის პერიოდში შეიცვლება N528 მიკროავტობუსის მოძრაობის მარშრუტი. კერძოდ, სადგურის მოედნის მიმართულებით მოძრაობისას, მიკროავტობუსი ბარათაშვილის ქუჩიდან სვლას გააგრძელებს თაბუკაშვილის ქუჩაზე, გია ჭანტურიასა და სოლიკო ვირსალაძის ქუჩების გავლით, დაუკავშირდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და გალაკტიონის ხიდს, შემდეგ კი, მოძრაობას დადგენილი სქემით გააგრძელებს.
უკუმიმართულებისას, N528 მიკროავტობუსი გალაკტიონის ხიდიდან მხოლოდ „სამაიას“ ბაღამდე იმოძრავებს, შემდეგ კი მობრუნდება, მტკვრის მარჯვენა სანაპიროთი დაუკავშირდება ბარათაშვილის ქუჩას და ჩვეული მარშრუტით გადაადგილდება.