“ბიზნესპრესნიუსის” ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პარალელურად, სადისტრიბუციო და რითეილ კომპანიებში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შევიდა.
„გიდასტურებთ, რომ შესაბამისი განჩინების საფუძველზე, სხვადასხვა კომპანიიდან ხდება დოკუმენტების ამოღება“ – განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ საგამოძიებო სამსახურში.
დღესვე სადისტრიბუციო და რითეილ კომპანიებში სუს-ის ანტიკორუფციული ბიურო შევიდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, სხვადასხვა კომპანიაში გამოძიების ინტერესის საგანია ფასთა წარმოქმნის პროცესი, რისი შესწავლის მიზნითაც ხდება დოკუმენტების ელექტრონული ვერსიის სასამართლოს განჩინებებით გამოთხოვა.






























































