“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ინფორმაციით, საბა სხვიტარიძე უკვე ორი თვეა უკანონო პატიმრობაში იმყოფება.
“მას ბრალად ედება პოლიციელზე თავდასხმა, თუმცა საქმის მასალები სავსეა წინააღმდეგობებით, გაყალბებული მტკიცებულებებით და ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ანგარიშსწორების ნიშნებით.
ბრალდების მხარის ჩვენებები სიტყვა-სიტყვით იდენტურია – აშკარა ფაბრიკაცია.
პოლიციელები, რომლებმაც მას ბრალი დასდეს, სამოქალაქო ტანსაცმელში იყვნენ და მათ იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო.
მტკიცებულებები ამხელს, რომ საბა საერთოდ სხვა ლოკაციაზე იმყოფებოდა ინციდენტის დროს.
დაკავებისას მასზე ძალადობა განხორციელდა, პოლიციის განყოფილებაში კი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლი გახდა”,_ ნათქვამია საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებაში.
ვრცლად: transparency.ge