მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში გაიხსნა გურიის რეგიონის მხატვართა შემოქმედებითი კავშირის საგაზაფხულო გამოფენა.

მსგავსი გამოფენა ყოველწლიურ სახეს ატარებს. წელს, გამოფენაზე 27 მხატვრის ნამუშევარი იქნა წარმოდგენილი.
ოზურგეთის სახვითი ხელოვნების ცენტრის წარმომადგენელის, ლია ურუშაძის თქმით, გურიაში მოქმედებმა მხატვრებმა შეხვედრის მონაწილეებმა წარმოდგინეს გრაფიკული, ფერწერული ნამუშევრები. ასევე წარმოდგენილი იყო მათ მიერ შესრულებული პორტრეტები, ნატურმორტები და რამდენიმე ექსპერიმენტული ნამუშევარი.
„მსგავსი გამოფენები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ გურიაში ძალიან, აქტიური მხატვრები არიან და მადლობა ყველა ადამიანს ვინც არის მათი გულშემატკივარი,“ – გვითხრა ლია ურუშაძემ.
ლია ურუშაძის თქმით, წელს საგაზაფხულო გამოფენაზე მოხდა ოზურგეთელი მხატვრის თინა ჟღენტის მიერ შესრულებული ნამუშევრების გამოფენა.
„თინა არის ოზურგეთელი მხატვარი. ის წლებია ემიგრაციაში იმყოფებოდა და დაბრუნდა. მისი ნამუშევრების გამოფენით კი დარწმუნებული ვარ გაახარა მისი გულშემატკივრები, “ – აღნიშნა ჩვენთან საუბრის დროს ლია ურუშაძემ.




































































