საია ეხმიანება ადვოკატ ია სირანაშვილის მიერ საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, პოლიციის თანამშრომლებმა ძალის გამოყენებით ხელი შეუშალეს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში და მასზე იძალადეს.
ადვოკატის პროფესიულ საქმიანობაში ჩარევა და მის მიმართ ძალადობა სრულიად შეუთავსებელია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებთან და საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ კონკრეტული ადვოკატის უფლებებს, არამედ საადვოკატო საქმიანობის დამოუკიდებლობასა და მართლმსაჯულების განხორციელებას”,_ აცხადებს საია.
ინფორმაციისთვის, ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატმა, განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის სახლის ჩხრეკისას, რასაც შემდგომში ელიზბარაშვილის დაკავება მოჰყვა ადმინისტრაციული წესით, მას სამართალდამცველებმა ხელი შეუშალეს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში. კერძოდ, ია სირანიშვილი ამბობს, რომ გარეთ გააგდეს, კარი გადაუკეტეს, ტელეფონი დააგდებინეს, წააქციეს და “წიხლებით შედგა ხუთი პოლიციელი”.

































































