საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, შსს-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი ერთდროულად გამოიყენა.
“სამინისტრო ირწმუნება, რომ კანონის ფარგლებში მოქმედებდა, მაგრამ რეალურად, მსგავსი პრაქტიკა აკრძალულია როგორც ეროვნული კანონმდებლობით, ასევე საერთაშორისო სტანდარტებით.
საზოგადეობას შევახსნებეთ, რომ, შსს მინისტრის N1002 ბრძანება კრძალავს ამ საშუალებების პარალელურ გამოყენებას.
“Amnesty International”-ის სახელმძღვანელო მითითებები ასევე ცალსახად კრძალავს წყლის ჭავლის შერევას ქიმიურ საშუალებებთან, რაც დემონსტრანტებისთვის დამატებით საფრთხეს ქმნის.
მოვუწოდებთ შსს-ს, გაასაჯაროოს N1002 ბრძანება და საზოგადოებას განუმარტოს, შეიცვალა თუ არა აქციის მართვის წესები”,_ აცხადებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.