საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, “არალეგიტიმურ პარლამენტში დღეს მოქმედმა „ქართული ოცნების“ საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატორებმა არ დაიცვეს მნიშვნელოვანი პროცედურული წესები და ობიექტური გამოძიების ნაცვლად, კომისიას სადამსჯელო პოლიტიკური ხასიათი მიანიჭეს”.
“ინიციატორებს უნდა წარმოედგინათ სრული ინფორმაცია კომისიის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ, უნდა დაესაბუთებინათ ის, თუ რატომ გახდა მხოლოდ ახლა შესაძლებელი იმ კომისიის შექმნა, რომელსაც 2003-2012 წლებში არსებული შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებები უნდა გამოეძიებინა.
სათანადოდ არ იყო დასაბუთებული კომისიის მოქმედების ფარგლების ცვლილება, რომლის მიხედვითაც გამოძიება უნდა შეეხოს არა მხოლოდ 2012 წლამდე პერიოდს, არამედ დღემდე მიმდინარე პროცესებსაც”,_ აცხადებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.






























































