საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სოლიდარობას უცხადებს ჟურნალისტ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს და მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მას საჯარო პოზიციების გამო დევნის.
“გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი განუსაზღვრელი დროით აღარ იქნება საზოგადოებრივ მაუწყებელზე საინფორმაციო გამოშვება „მოამბის” წამყვანი.
ეს შემთხვევა არის თავისუფალი სიტყვისა და ობიექტური ჟურნალისტიკის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესია, რომელიც არღვევს, არა მარტო, ჟურნალისტის უფლებებს, არამედ, საზოგადოების უფლებას, მიიღოს ობიექტური ინფორმაცია იმ ორგანოსგან, რომლის დამოუკიდებლობაც კონსტიტუციით არის აღიარებული.
საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ უზრუნველყოფს საკუთარ დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას სახელმწიფო უწყებებისაგან, ის მთლიანად მოქცეულია მმართველი პარტიის პოლიტიკური გავლენების ქვეშ”,_ აცხადებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.