3 თებერვალს, დილით, მოსკოვის საცხოვრებელ კომპლექსში მოხდა აფეთქება, რომლის შედეგადაც ბიზნესმენი და კრიმინალური ავტორიტეტი არმენ სარქისიანი დაიღუპა, _ იუწყება meduza.io.
სარქისიანი წარმოშობით ოკუპიორებული დონეცკის ოლქის ქალაქ გორლოვკადან იყო.
გამოძიების თანახმად, მკვლელობის მიზეზია ბიზნესთან დაკავშირებული გავლენის სფეროების გადანაწილება, თუმცა, არც „უკრაინული კვალი“ არ არის გამორიცხული: ევრომაიდნის დროს სარქისიანმა დაიქირივა „ბოევიკები“ ოპოზიციის მხარდამჭერების დასაშლელად.
2014 წლის მოვლენების შემდეგ სარქისიანი ცხოვრობდა თვითგამოცხადებულ დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში, 2022 წელს მხარი დაუჭირა რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში და ჩამოაყალობა ბატალიონი „არბატი“, რომელიც მალე გახდა რუსული არმიის ნაწილი.
უკრაინის დაზვერვის თანახმად, ეს ბატალიონი განიხილებოდა, ევგენი პრიგოჟინის შეიარაღებული დაჯგუფების „ვაგნერის“ ალტერნატივად და რუსეთის ხელისუფლების მხარდამჭერად.