უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის, მონაწილეობა მიიღოს სამშვიდობო მოლაპარაკებებში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან _ ამის შესახებ მან ბრიტანელ ჟურნალისტ პიერ მორგანთან ინტერვიუში განაცხადა.
„თუ ეს არის ერთადერთი ვარიანტი, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია მშვიდობა მოვუტანოთ უკრაინის მოქალაქეებს და არ დავკარგოთ ხალხი, მაშინ აუცილებლად წავალთ შეხვედრის ამ ვარიანტზე“, _ განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტის მიმართ მისი დამოკიდებულების მიუხედავად, მზადაა პუტინთან მოლაპარაკებისთვის.
“არ აქვს მნიშვნელობა რას ვგრძნობ მის მიმართ. მე ის მტრად მიმაჩნია და ვფიქრობ, რომ ისიც იგივეს ფიქრობს ჩემზე“, _ განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.