გურიის ახალი გუბერნატორი გიორგი ურუშაძე ადგილზეა _ როგორც ჟურნალისტებისთვის ხდება ცნობილი, იგი ამ წუთებში შევიდა გურიის სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობაში, თუმცა “საიდან შეიპარა” არ იციან, რადგან სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობის კართან, სადაც მას ელოდნენ, არ გამოუვლია. ამ წუთებში ადმინისტრაციულ შენობაში მოვიდნენ ოზურგეთის მერი კოტე შარაშენიძე და გურიის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე.
ახალი გუბერნატორი ამ წუთებში გურიის სამივე მუნიცაპალიტეტის პირველ პირებს ხვდება.
ავტორი: მარინა ჩიხლაძე