2019 წლის 31 ივლისს, 16:00-ზე ევროპის ფონდი გურიაში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა (სსო) და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრას გამართავს ღია კარის საგრანტო პროგრამის თაობაზე.
შეხვედრის ფარგლებში ფონდი დაინტერესებულ ორგანიზაციებს ღია კარის საგრანტო მექანიზმის პირობებსა და კრიტერიუმებს გააცნობს.
ამას გარდა, გრანტის მიღებით დაინტერესებულ სსო-ებს საშუალება ექნებათ ფონდის წარმომადგენლებს საკუთარ საპროექტო იდეასთან დაკავშირებული კონკრეტული შეკითხვები დაუსვან.
შეხვედრა გაიმართება ორგანიზაცია “ოზურგეთის პროგრესის სახლის” ოფისში (ოზურგეთი, 26 მაისის ქ. 11ა). დასწრება თავისუფალია.
(R)