შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წყალთაშუა-კურორტი საირმის საავტომობილო გზის მე-3 კმ-ზე ჩამოვიდა მიწის მასა და ჩაკეტა გზის სავალი ნაწილი, რის გამოც აღნიშნულ გზაზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და გზის წმენდის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა უმოკლეს ვადებში აღდგეს ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

































































