ხვალ, 18 სექტემბერს, 15:00 საათზე, ჩოხატაურში, “ივლიტას ბიბლიოთეკაში” ჩატარდება საჯარო შეხვედრა თემაზე: ,,საპენსიო რეფორმა“.
შეხვედრის მიზანია მოსახლეობის სწორი ინფორმირებულობა რეფორმის აუცილებლობის, სარგებლისა და რისკების შესახებ; ძველი და ახალი საპენსიო სისტემების ასპექტების წარმოჩენა;
დამსწრე საზოგადოებას ექნება საშუალება, თემის ირგვლივ არსებულ ყველა კითხვაზე კომპეტენტური პასუხები მიიღოს.
შეხვედრა ტარდება ნინო წილოსანის ინიციატივით და მონაწილეობენ:
ნინო წილოსანი – საქართველოს პარლამენტის წევრი, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი;
ეკატერინე მიქაბაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;
გიორგი ჭიჭინაძე – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის უფროსი;
დიანა ჩაჩუა – ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პროგრამის უფროსი ოფიცერი.
შეხვედრა ტარდება NDI საქართველოს ოფისის მხარდაჭერით.
დასწრება თავისუფალია. (R)