ახალი წლის აღსანიშნავად საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა სპეციალური ვიდეო განცხადება და მილოცვა გამოაქვეყნა. ვიდეოში ის ცნობილ საახალწლო სიმღერას “ფიფქებოს” ცოლთან, მეტე ჰარცელთან და ქართველ მუსიკოსთან, ზაზა ხუციშვილთან ერთად ასრულებს.
ელჩი მილოცვაში აღნიშნავს, რომ 2020 წელი ძალიან განსხვავებული წელი იყო, ამ წელს ყელამ ისწავლა ახალი სიტყვა – COVID-19, ბევრმა ადამიანმა პანდემიის გამო უამრავი სირთულე გადაიტანა. მიუხედავად ამისა, ჰარცელი აღნიშნავს, რომ ამ წელმა თანამშრომლობითა და სოლიდარობით დაგვაახლოვა. ელჩი მადლობას უხდის იმ ადამიანებს, ვინც წელს უჩვეულოდ დიდი შრომა გასწია – პირველ რიგში ქართველ ექიმეს და სამედიცინო პერსონალს.
“2020 წელი ერთი პოლიტიკური კრიზისით დაიწყო და მეორე კრიზისით დასრულდა. მე მჯერა, რომ საქართველო ამ კრიზისსაც დაძლევს. იმედი მაქვს, რომ დადგება დღე, როდესაც ის პოლიტიკური ენერგია, რომელიც დღეს ერთმანეთთან ბრძოლაში იხარჯება, ქვეყნის გაერთიანებისაკენ და გაძლიერებისკენ იქნება მიმართული. ის იქნება ისეთი ძლიერი, როგორსაც საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ.
საქართველო პატარა, მაგრამ დიადი ქვეყანაა. ერთად შეგიძლიათ საკუთარი სურვილებისა და ოცნებების ასრულება. თუ ერთად იქნებით, ვერავინ შეგაჩერებთ. დღესასწაულები დაფიქრებისა და დასვენების დროა. წელს ბევრი ჩვენგანი დღესასწაულებს საკუთარ ოჯახებთან ერთად ვერ გაატარებს. მე და ჩემი მეუღლე ჩვენი ორი არაჩვეულებრივი ქალიშვილისგან შორს ვიქნებით – ერთი მათგანი შობას ირლანდიაში შეხვდება, ხოლო მეორე – შვედეთში”, – ამბობს ის.
წყარო: მთავარიტვ