საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით,საქართველო პრეპარატ რემდისივირს მაისის ბოლომდე მიიღებს. ამის შესახებ მინისტრმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, პრეპარატის მისაღებად შესაბამისი ფორმალობები ქვეყანამ უკვე გაიარა.
“მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ აქ არ არის საუბარი რომელიმე მედიკამენტის ჩანაცვლებაზე, აქ მნიშვნელოვანია იმ გაიდლაინისა და პროტოკოლის დაცვა, რომელიც არის მოწოდებული. შესაბამისად, ამ პრეპარატის საქართველოს ბაზარზე გაჩენის შემთხვევაში, მას ჩვენი ექიმები მოიხმარენ მხოლოდ იმ პროტოკოლით, რაც არის მითითებული. რაც შეეხება მის საქართველოსი დარეგისტრირებას და შემოტანას – საქართველო ჩაერთო სოლიდარობის კვლევაში, გავიარეთ გარკვეული ფორმალობები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, და საქართველო, ჩვენი ვარაუდით და ღრმა რწმენით, მაისის ბოლომდე ამ პრეპარატს მიიღებს და დავიწყებთ მისით მკურნალობას”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.