წარმატებით დაასრულა საქართველოს ქალთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ასპარეზობა.
ქართველმა ქალებმა 9 მატჩში 12 ქულა დააგროვეს და III-V ადგილები გაინაწილეს ინდოეთსა და უკრაინასთან ერთად. თუმცა, საერთო სამატჩო ქულების ჯამით ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს!
I ადგილზე -16 ქულით მასპინძელთა ნაკრები – რუსეთის ქალთა გუნდი გავიდა, ხოლო, II ადგილზე – 13 ქულით ჩინეთის ნაკრები.
დასკვნით, IX ტურში ჩვენმა ქალებმა აშშ-ს ნაკრები დაამარცხეს 3:1. გუნდს გამარჯვების ქულა: სალომე მელიამ და ნინო ბაციაშილმა მოუტანა, ხოლო ნანა ძაგნიძემ და ბელა ხოტენაშვილმა ფრედ დაასრულეს შეხვედრები. ხოლო რუსეთმა იგივე ანგარიშით ჩვენი უახლოესი კონკურენტი უკრაინა დაამარცხა.ანალოგიური ანგარიშით გაიმარჯვა ჩინეთმა ეგვიპტესთან და ინდოეთმა აზერბაიჯანთან. ხოლო პოლონეთმა 2,5:1,5 მოიგო ვიეტნამთან.
ქართველი მოჭადრაკეების ტექნიკური შედეგები: ნანა ძაგნიძე (2533) – 3,5 ქულა (8-დან); ლელა ჯავახიშვილი (2447) – 3(7); ბელა ხოტენაშვილი (2452) – 5,5 (8); ნინო ბაციაშვილი (2469) – 5,5(8); სალომე მელია (2393) – 4(5).
გუნდის კაპიტანი და მთავარი მწვრთნელი დავით ჯოჯუა.
საბოლოო სატურნირო მდგომარეობა:
1.რუსეთი – 16 ქულა (25,5 საერთო სამატჩო ქულათა ჯამი);
2.ჩინეთი – 13 ქულა;
3.საქართველო – 12 (21,5) ქულა;
4.ინდოეთი – 12 (20) ქულა;
5.უკრაინა – 12 (19,5) ქულა;
6.პოლონეთი – 9 (18,5) ქულა;
7.ა შ შ – 6 (16,6) ქულა;
8.ვიეტნამი – 5 (16)ქულა;
9.აზერბაიჯანი – 5 (15,5)ქულა;
10.ეგვიპტე – 0 (5) ქულა.
ქალთა შორის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი მეექვსედ ჩატარდა. ჩემპიონები სხვადასხვა წლებში იყვნენ:
ჩინეთი- 2007; 2009; 2011
უკრაიანა -2013;
საქართველო – 2015;
რუსეთი – 2017.