ფრანგული პრესის ცნობით, ახალი სეზონიდან, საქართველოს ნაკრების წევრი და ბოლო თამაშების მიხედვით, ერთ-ერთი ლიდერი, ბექა საღინაძე TOP 14-ის ბინადარ “ლიონში“ გააგრძელებს კარიერას.
22 წლის მესამეხაზელი ამჟამად Pro D2-ის წარმომადგენლის „ორიაკის“ ღირსებას იცავს. ეს გუნდი 27 ტურის შემდეგ 48 ქულით მე-13 ადგილზეა 16 გუნდიან ჩემპიონატში. ბექამ 27-დან 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 3 ლელოს დადება მოახერხა.
მე-6 (პლეიოფის ზონა) ადგილზე მყოფი „ლიონი“ კი ქართველი მორაგბეს 3 წლიან კონტრაქტს შესთავაზებს.
საღინაძეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში უკვე 21 მატჩი აქვს ჩატარებული.