საქართველოს ნაკრებისა და ავსტრიის ,,შტურმის“ ნახევარმცველს, ოთარ კიტეიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას Sturmnet- ი ავრცელებს.
ავსტრიული სპორტული გამოცემის ინფორმაციით, covid-19-ი ,,შტურმის“ კიდევ ერთ ფეხბურთელს, ფილიმ ჰასპეკსაც დაუდგინდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ოთარ კიტეიშვილი, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა ნაკრებში გამოიძახა, თუმცა ფეხბურთელი შეკრებაზე ვერ გამოცხადდა და მისი შეცვლა მოუწია.
როგორც ცნობილია, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ახალ გათამაშებაში ორ მატჩისთვის ემზადება.
საქართველოს ნაკრები, პირველ შეხვედრას 5 სექტემბერს, სტუმრად ესტონეთთან გამართავს. 8 სექტემბერს კი თბილისში ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს.