,,ნატო-საქართველოს არსებითმა პაკეტმა 2014 წლის შემდეგ საქართველოს ნატოსთან თავსებადობა გააუმჯობესა“ – ასე გამოეხმაურა, ნატოში გერმანიის მისია, ალიანსის საგარეო საქმეთან მინისტრების შეხვდრაზე საქართველოსთვის განახლებული არსებითი პაკეტის დამტკიცებას.
ნატოში გერმანიის მისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ახლახან განახლებული არსებითი პაკეტი დაამტკიცეს. გერმანიის ხელმძღვანელობით მოქმედი მრავალეროვანი სამედიცინო კოორდინაციის ცენტრი სათავეში ჩაუდგება სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარების ინიციატივას.

































































