“14 წლის გოგონას თვითმკვლელობა ტრაგედიაა!
ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის და უპირველესად ქალისთვის მომხდარი ძალიან მძიმეა და კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ხასიათის ძალადობა!
დამნაშავე უნდა დაისაჯოს, რათა არ წახალისდეს ძალადობა. მსგავსი საკითხების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება კი, უნდა იყოს მკაცრი და ცალსახა!”,_ ამ განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ქობულეᲗᲨი მომხდარ ამბავს.
ცნობისთვის, 14 წლის გოგონა ჯერ სექსუალური, შემდეგ კი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა, რის შემდეგაც მოზარდმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.