საქართველოს პრეზიდენტი არჩევნების თარიღს მომდევნო კვირაში დაასახელებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ზუსტ თარიღს არ ასახელებენ, თუმცა ადასტურებენ, რომ პრეზიდენტი განცხადებას მომავალ კვირაში გააკეთებს. ინფორმაციას 1ტვ ავრცელებს.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტმა განაცხადა. 27 ივნისს გააკეთა და აღნიშნა, რომ არჩევნები ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს ჩატარდება.
პრეზიდენტის განკარგულებას არჩევნების თარიღთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაცია სჭირდება.