საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნათია თოდუას გერმანულ Voice-ში გამარჯვებას ულოცავს.
“ნათია გილოცავთ ამ დიდ წარმატებას! ვამაყობთ შენით”, _ აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ გნაცხადებაში.
თოდუას გამარჯვება საქართველოს პრემიერ–მინისტრმაც მიულოცა.
ნათია თოდუამ კონკურენტები ხმათა დიდი რაოდენობით დაამარცხა _ იგი გამარჯვებული 50.10%-ით გახდა.
ნათია თოდუა 26 000 კონკურსანტიდან 4 ფინალისტში მოხვდა. მისი მწვრთნელი ფინური როკ-ბენდის დამაარსებელი და ვოკალისტი სამუ ჰაბერი იყო, რომელიც ნათიასთან ერთად კონკურსის გამარჯვებული გახდა.