საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შვეიცარიის კონფედერაციაში, ესპანეთის სამეფოში, ნორვეგიაში, ბელარუსის რესპუბლიკაში, კატარში, არგენტინაში, ინდონეზიაში, ეთიოპიაში და სამხრეთ აფრიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების დანიშნა.
მარგველაშვილმა არგენტინის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ირაკლი ყურაშვილი დანიშნა, ნორვეგიის სამეფოში მაია ყიფშიძე, ინდონეზიის რესპუბლიკაში ირაკლი ასაშვილი, ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში ზურაბ დვალიშვილი,
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ბექა დვალი, კატარში ნიკოლოზ რევაზიშვილი, ბელარუსის რესპუბლიკაში ვალერი კვარაცხელია, ესპანეთის სამეფოში ილია გიორგაძე, შვეიცარიის კონფედერაციაში დავით ჯალაღანია.
დღეს პრეზიდენტის სასახლეში მარგველაშვილმა ახლადდანიშნულ ელჩებთან შეხვედრები გამართა. ელჩებმა საქართველოს პრეზიდენტს ის ხედვები წარუდგინეს, რა მიმართულებებითაც აპირებენ საქმიანობის დაწყებას.