2019 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში აივ-ის 668 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, შარშან, ანუ 2018 წელს 672 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
საქართველოს შიდსის ცენტრში სულ რეგისტრირებულია 8102 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის 6047 – მამაკაცია და 2055 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 5003 პაციენტს განუვითარდა, 1635 გარდაიცვალა.
30 ნოემბრის მონაცემებით არვ მკურნალობას იტარებს 5031 (4463 + 568 აფხაზეთი) პაციენტი, მათ შორის 43 (35 + 8 (აფხაზი ბავშვი)) – ბავშვია.
რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 38.1 % (3088) – ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 48.2 % (3905) – დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 11.2 % (910) – მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.3 % (108) – დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 % (38) – სისხლის რეციპიენტია; 0.7 % (53) – გადაცემის გზა დაუდგენელია;
აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (2992 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 1129; შემდეგ იმერეთში 977; აჭარაში 908; აფხაზეთში (524); კახეთში (398) ქვემო ქართლში (466); შიდა ქართლში (296); გურიაში (174); სამცხე-ჯავახეთში (107) და ა.შ.
სულ საქართველოში გამოვლენილია 114 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 69 – ვაჟი და 44 – გოგონა. 27 გარდაიცვალა. 3 გავიდა ქვეყნიდან;
შიდსის ცენტრი თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მუშაობას 2020 წლის 3 იანვარს განაახლებს. სატელეფონო ცხელი ხაზი: 239-80-18: facebook: შიდსის ცენტრი.