გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1-4 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +5, +10 გრადუსია მოსალოდნელი. 3 – 4 მარტს ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
5 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს და დათბება.