საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ინფიცირებულთა რაოდენობა 995-მდე გაიზარდა.
ამ დროისთვის არ შეცვლილა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და 857-ს შეადგენს.
კორონავირუსს საქართველოში 15 ადამიანი ემსხვერპლა.