დღეს საქართველოში ახალი კორონავირუსი კიდევ ხუთ ადამიანს დაუდასტურდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 615 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 275 პაციენტი.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმში 5002 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 485.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში ცხრა პაციენტი გარდაიცვალა.